covid-19
მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, იმერი კავსაძე, ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თავად იმერი კავსაძეც და მისი მეუღლეც ინფიცირებულები არიან.

"კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ", - ამბობს იმერი კავსაძე.

მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

Print