covid-19
რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია
დღევანდელი, 28 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 93 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 2156 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 35 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა,

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -35
* ახალციხე - 27
* ახალქალაქი -1
* ადიგენი - 17
* ასპინძა - 11
* ნინოწმინდა - 2

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პირი და სულ მათი რაოდენობა 741გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 798 პირი.

* ბორჯომში - 310
*ახალციხეში - 773
* ახალქალაქში -122
* ადიგენი - 431
* ასპინძა - 140
* ნინოწმინდა - 22

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 267პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 201 – ახალციხეში 65.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 125 პირი. კვლევაში რჩება 93 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პაციენტი და მათი რიცხვი 741-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 18 ინფიცირებული.


Print