covid-19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
28 ნოემბერს  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4472 ხალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 93 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 1784 შემთხვევა,

* აჭარა - 683
* იმერეთი - 662,
* ქვემო ქართლი - 292
* შიდა ქართლი -192,
* გურია - 123,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247,
* კახეთი - 228,
* მცხეთა-მთიანეთი - 127,
* სამცხე-ჯავახეთი - 93,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების 20 393 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი,

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,

10 263 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Print