covid-19
რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა
დღევანდელი, 27 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 89 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 2063 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 38 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა,

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი -38
 ახალციხე - 26
 ახალქალაქი -5
 ადიგენი - 13
 ასპინძა - 4
 ნინოწმინდა - 3

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პირი და სულ მათი რაოდენობა 710 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 792 პირი.

 ბორჯომში - 337
 ახალციხეში - 746
 ახალქალაქში -120
 ადიგენი - 427
 ასპინძა - 136
 ნინოწმინდა - 26

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 290 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 224 – ახალციხეში 66.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 155 პირი. კვლევაში რჩება 75 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პაციენტი და მათი რიცხვი 710-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 17 ინფიცირებული.

Print