covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევაა
დღევანდელი, 26 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 62 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1974 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 24 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა,

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 7
 ახალციხე - 24
 ახალქალაქი -4
 ადიგენი - 15
 ასპინძა - 7

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 106 პირი და სულ მათი რაოდენობა 625 გახდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 755 პირი.

 ბორჯომში - 322
 ახალციხეში - 764
 ახალქალაქში -126
 ადიგენი - 378
 ასპინძა - 138
 ნინოწმინდა - 27

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 290 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 228 – ახალციხეში 62.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 229 პირი. კვლევაში რჩება 138 ნიმუში.
რეგიონის მასშტაბით გარდაცვლილია 17 ინფიცირებული.



Print