covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 62 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ხალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 62 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა,

* აჭარა - 475
* იმერეთი - 793,
* ქვემო ქართლი - 270,
* შიდა ქართლი - 232,
* გურია - 80,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 371,
* კახეთი - 129,
* მცხეთა-მთიანეთი - 70,
* სამცხე-ჯავახეთი - 62,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.


ამ ეტაპზე ინფიცირების 18 759 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი,
3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
8 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18029 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53516 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





Print