covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღევანდელი, 25 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 16 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 87 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1912 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 28 შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა,

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 16
 ახალციხე - 19
 ახალქალაქი -7
 ადიგენი - 28
 ასპინძა - 12
 ნინოწმინდა - 2

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პირი და სულ მათი რაოდენობა 519 გახდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 659 პირი.
 ბორჯომში - 297
 ახალციხეში - 755
 ახალქალაქში -100
 ადიგენი - 345
 ასპინძა - 138
 ნინოწმინდა - 24

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 275 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 216 – ახალციხეში 59.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 156 პირი. კვლევაში რჩება 158 ნიმუში.
რეგიონის მასშტაბით გარდაცვლილია 17 ინფიცირებული.

Print