covid-19
ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა
დღევანდელი, 24 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1829 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 43 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 19
 ახალციხე - 43
 ახალქალაქი -8
 ადიგენი - 13
 ასპინძა - 9
 ნინოწმინდა - 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი პაციენტი - 34 წლის ახალციხელი მამაკაცი. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პირი და სულ მათი რაოდენობა 432 გახდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 722 პირი.
 ბორჯომში - 295
 ახალციხეში - 791
 ახალქალაქში -100
 ადიგენი - 317
 ასპინძა - 132
 ნინოწმინდა - 22

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 277 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 213 – ახალციხეში 64.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 123 პირი. კვლევაში რჩება 137 ნიმუში.
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი პაციენტი - 34 წლის ახალციხელი მამაკაცი და რეგიონის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.


Print