covid-19
მომავალში აუცილებელია შეზღუდვები გამკაცრდეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალში აუცილებელია შეზღუდვები გამკაცრდეს. მან  აღნიშნა, რომ დღევანდელმა მონაცემებმა არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება. რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობს და მათზე დაყრდნობით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება ახალ შემთხვევათა ზრდა და ასევე სიკვდილიანობის ზრდა, აცხადებს ამირან გამყრელიზე.

"მათი გათვლების მიხედვით, რომ სადღაც დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული - თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შეზღუდვები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დაყრდნობით, კიდევ სხვა კვლევებისა, საქართველომ აუცილებელია, რომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ თემაზე გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

Print