covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა
23 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 40 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1731 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 3
 ახალციხე - 23
 ახალქალაქი - 2
 ადიგენი - 8
 ნინოწმინდა - 4

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 772 პირი.

 ბორჯომში - 291
 ახალციხეში - 798
 ახალქალაქში - 94
 ადიგენში - 345
 ასპინძაში - 145
 ნინოწმინდაში -49

ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფება და თვითიზოლაციაშია 120-მდე პირი. კვლევაში რჩება 120 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პირი და სულ მათი რაოდენობა 404 გახდა.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 242 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში, 153 ახალციხეში 71 პირია.
რეგიონში სულ გარდაცვლილია 16 პაციენტი.

Print