covid-19
სამცხე-ჯავახეთში ვირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში  კოვოდინფიცირების 40 შემთხვევა დადასტურდა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა,
* აჭარა - 417,
* იმერეთი - 537,
* ქვემო ქართლი - 190,
* შიდა ქართლი - 137,
* გურია - 78,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159,
* კახეთი - 140,
* მცხეთა-მთიანეთი - 89,
* სამცხე-ჯავახეთი - 40,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.


ამ ეტაპზე ინფიცირების 18 482 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი,
3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
8 525 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 419 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი. 



Print