covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 108 690-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.

Print