covid-19
21 ნოემბრს რეგიონში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში დადასტურდა
დღევანდელი, 21 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 22 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა კიდევ 34 ადამიანი და მათი რაოდენობა 362-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 22
 ახალციხე - 13
 ახალქალაქი - 4
 ადიგენი - 21
 ასპინძა - 10
 ნინოწმინდა - 2

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 733 ადამიანი იმყოფება

 ბორჯომში - 298
 ახალციხე - 729
 ახალქალაქი - 116
 ადიგენი - 367
 ასპინძა - 155
 ნინოწმინდა - 68

კარატინში 279 პირი იმყოფება. ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია 203, ხოლო 76 - ახალციხეშია მოთავსებული.
კვლევაში რჩება 235 პირის ბიოლოგიური მასალა.

სამცხე-ჯავახეთში სულ 1 647 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 17 – გარდაიცვალა.


Print