covid-19
ბორჯომში კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა.
დღევანდელი, 20 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 95 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1584 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა კიდევ 34 ადამიანი და მათი რაოდენობა 337-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

 ბორჯომი - 34
 ახალციხე - 34
 ახალქალაქი - 1
 ადიგენი - 11
 ასპინძა - 13
 ნინოწმინდა - 2

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 796 ადამიანი იმყოფება

 ბორჯომში - 286
 ახალციხე - 770
 ახალქალაქი - 126
 ადიგენი - 371
 ასპინძა - 158
 ნინოწმინდა - 75

კარატინში 247 პირი იმყოფება. ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია 247, ხოლო 74 - ახალციხეშია მოთავსებული.
კვლევაში რჩება 125 პირის ბიოლოგიური მასალა.

19 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 4584 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 16 – გარდაიცვალა.

Print