covid-19
ახლა ვიმყოფებით საპატრიარქოში, ველოდებით გადაწყვეტილებას - დეკანოზი იოანე ხეცურიანი
ამ წუთებში საპატრიარქოში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასულიერო პირები პატრიარქს ხვდებიან. შეხვედრაზე გადაწყდება როდის და როგორ მოხდება მეუფე ლაზარეს დაკრძალვა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დღეს დილით გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.

"სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


ინტერვიუ დეკანოზ იოანე ხეცურიანთან, წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარი.




Print