covid-19
ბორჯომში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
დღევანდელი, 19 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 55 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1489 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, 53 წლის მამაკაცი ადიგენის მუნიციპალიტეტში და 90 წლის ქალი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 ადამიანი და მათი რაოდენობა 303-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
 ბორჯომი - 10
 ახალციხე - 14
 ახალქალაქი - 3
 ადიგენი - 13
 ასპინძა - 13
 ნინოწმინდა - 2
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 460 ადამიანი იმყოფება
 ბორჯომში - 286
 ახალციხე - 558
 ახალქალაქი - 131
 ადიგენი - 274
 ასპინძა - 139
 ნინოწმინდა - 72
კარატინში 272 პირი იმყოფება. ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია 200, ხოლო 72 - ახალციხეშია მოთავსებული.
კვლევაში რჩება 272 პირის ბიოლოგიური მასალა.
19 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 489 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 16 – გარდაიცვალა.

Print