covid-19
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
დღევანდელი, 18 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების უპრეცენდენტოდ მაღალი 106 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1434 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით 18 ნოემბრის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულდა 15 პაციენტი, გამოჯანმრთელებულოების რაოდენობა 288–მდე გაიზრდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, 61 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში და 59 წლის ქალი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ყველაზე მეტი 48 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, 1ინფიცირებული საქართველოს მოაქალაქე არ არის.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
 ბორჯომი - 19
 ახალციხე - 48
 ახალქალაქი - 5
 ადიგენი - 20
 ასპინძა - 13
 ნინოწმინდა - 1
რეგიონში თვითიზოლაციაში 1 503 პირი იმყოფება, მათგან:
 ბორჯომი - 238
 ახალციხე - 642
 ახალქალაქი - 127
 ადიგენი - 292
 ასპინძა - 159
 ნინოწმინდა - 84
კარანტინში 250 იმყოფება : აქედან 173 ბაკურიანში -ხოლო ახალციხეში - 77;
ამ დროისათვის კვლევაში კიდევ 196 პირის ნიმუშია.

Print