covid-19
სამცხე-ჯავახეთში -კოვიდინფიცირების 60 ახალი შემთხვევაა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.
ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

Print