covid-19
კორონავირუსით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

დღევანდელი, 14 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.


სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 76 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1178 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ახალციხეში დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში აქ ვირუსი 28 პირს დაუდასტურდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
 ბორჯომი - 11
 ახალციხე - 28
 ახალქალაქი- 12
 ადიგენი - 13
 ასპინძა - 5
 ნინოწმინდა - 5

რეგიონში თვითიზოლაციაში 1 554 პირი იმყოფება, მათგან:
 ბორჯომში - 239
 ახალციხეში - 582
 ახალქალაქში - 101
 ადიგენში - 362
 ასპინძაში - 151
 ნინოწმინდაში - 119
კარანტინში 299 იმყოფება : აქედან 224 ბაკურიანში -ხოლო ახალციხეში - 75;
ამ დროისათვის კვლევაში კიდევ 267 პირის ნიმუშია.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 26 ადამიანი და მათი რაოდენობა 204-მდე გაიზარდა, გარდაიცვლილთა რაოდენობა 9-დე გაიზარდა.

 

Print