covid-19
სამცხე ჯავახეთი გამოვლენილია ინფიცირების - 76 ახალი შემთხვევა
დღეს, 14 ნოემბერს საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 1 232 თბილისში გამოვლინდა, 603 აჭარაში, 619 კი იმერეთში.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

 თბილისი - 1 232
 აჭარა - 603
 იმერეთი - 619
 ქვემო ქართლი - 122
 შიდა ქართლი - 140
 გურია - 94
 სამეგრელო ზემო სვანეთი - 397
 კახეთი - 102
 მცხეთა- მთიანეთი - 97
 სამცხე ჯავახეთი - 76
 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 749 მძიმე პაციენტია, მათ შორის 340 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
 კორონავირუსით ინფიცირებულია - 76 658
 გამოჯანმრთელებულია - 58 674
 გარდაცვლილია - 669
 კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 425
 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 361
 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 355
 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.


Print