covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევიდან 13 ბორჯომში დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან ყველაზე მეტი 45 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 15 - ადიგენში, 13 - ბორჯომში და 11 ასპინძაში, 8 - ნინოწმინდასა და 2 ახალქალაქში.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 182 - მდე პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 304 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1022 პირი იმყოფება. მათგან ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 126, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 434, ადიგენში - 152, ახალქალაქში - 140, , ასპინძაში - 108 და ნინოწმინდაში 62.

კარანტინში 403 პირია. აქედან ბაკურიანში - 355 და ახალციხეში - 48,

პირველი შემთხვევიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სულ 1035 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 97 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 პირი გარდაიცვალა.


Print