covid-19
ბორჯომში კორონავირუსი 19 პირს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების 94 ახალი შემთხვევიდან კორონავირუსი ბორჯომში 19 პირს დაუდასტურდა,  სულ პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ბორჯომში   103 შემთხვევა გამოვლინდა.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით რეგიონში გამოვლენილი ინფიცირების 94 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან
ბორჯომში -19,
ახალციხეში -31,
ადიგენში-14;
ასპინძაში- 7;
ახალქალქალაქში- 15
ნინოწმინდაში-5 შემთხვევა დაფიქსირდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 545 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 8, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი.


Print