covid-19
ბორჯომში კორონავირუსი 21 პირს დაუფიქსირდა
ბორჯომში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილი ინფიცირების 72 შემთხვევიდან ახალციხეში – 27, ადიგენში – 9 ასპინძაში – 6 ახალქალაქში – 3 ნინოწმინდაში – 6 შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1087 პირი, აქედან: ბორჯომში - 156, ახალციხეში - 464, ახალქალაქში - 125, ადიგენში - 154. ნინოწმინდაში - 65, ასპინძაში - 123
ბაკურიანში კარანტინში სულ იმყოფება 355 პირი, ახალციხეში 42,
კვლევაში რჩება 273 ნიმუში.
გასული დღე–ღამის განმავლოაბში, რეგიონში გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.
ამ დროისათვის, რეგიონში გარდაცვლილია სულ 8 პირი.
გამოჯანმრთელებულია, მთლიანობაში 95 პაციენტი.

Print