covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით 25 ახალი შემთხვევიდან 2 ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, 9 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, 2 – ადიგენში და 8 – ახალქალაქში.
რეგიონში მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 165-მდე პირი.
ამ ეტაპზე 304 ტესტის პასუხსს ელოდებიან.

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 1022 პირი იმყოფება. აქედან ბორჯომში - 126, ახალციხეში - 434, ახალქალაქში - 140,
ადიგენში - 152, ნინოწმინდაში - 62, ასპინძაში -108.

კარანტინში იმყოფება 403 ადამიანი. აქედან, ბაკურიანში - 355
, ახალციხეში - 48.

6 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 625 კოვიდინფიცირებულია, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8 პირი.

Print