covid-19
სამცხე-ჯავხეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს, კორონავირუსი დაუდასტურდა
სამცხე-ჯავხეთის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს, გიორგი მიქელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ბინაზე მკურნალობს.მისი თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს. მიქელაძეს კორონავირუსი გუშინ, ოთხ ნოემბერს დაუდგინდა, ამის გამო იგი ბრიფინგებს ვერ ატარებს.
„მხარის ადმინისტრაციაში კორონავირუსი მხოლოდ მე მაქვს, ბინაზე ვმკურნალობ, მსუბუქი სურდო და მშრალი ხველა მაქვს, ტემპერატურა არა შევამჩნიე სიმპტომები და სახლიდან აღარ გამოვედი. ჩემს გარშემო არავის აქვს, არვიცი საიდან შემხვდა“, - ამბობს მიქელაძე.
მისივე თქმით, იგი სამსახურში ბოლოს პარასკევს, 30 ოქტომბერს იმყოფებოდა, შესაბამისად სხვა თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადაყვანის აუცილებლობა არ არის.

Print