covid-19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 2401 ახალი დადასტურებული შემთხვევა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
გამოჯანმრთელდა 2289 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 20 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 401 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში- 135, გურიაში - 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

ამ ეტაპზე. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723.

623 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. არის კოვიდ-სასტუმროში 2 446 ადამიანი, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.




Print