covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 833 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 20 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 362 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699.

589 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში  3 080 პირია, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 489 პირი.

Print