covid-19
ბორჯომში კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით ბორჯომში კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა, აქედან ყველაზე მეტი 21 შემთხვევა ახალციხეში გამოვლინდა. ადიგენში 3, ასპინძაში 3, ახალქალაქში 8, ნინოწმინდაში 6, ბორჯომში 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში 1019 პირი თვითიზოლაციაშია, კორონავირუსის დიაგნოზით ორი პირი გრდაიცვალა, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე მათგანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო.
Print