covid-19
კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დასახელდა
სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. პროგნოზი ვებგვერდზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა. მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღიც მოხვდა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

როგორც ვებ-გვერდზე წერია, კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
Print