covid-19
საქართველოში 40-მდე "ცხელების კლინიკაა"
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 40-მდე "ცხელების კლინიკა" არსებობს. აღნიშნული კლინიკები მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებიც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავენ.

"გვქონდა პრობლემები იმ კუთხით, რომ ბევრი კლინიკა უარს აცხადებდა "ცხელებიანი პაციენტების" მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში. თუმცა, რაიონული კლინიკები არის შესაფერისად აღჭურვილი, რომ მიიღოს ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით პაციენტები. უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული კლინიკები, რომლებიც გამოყოფენ "ცხელების ზონებს". ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში 40-მდე კლინიკაა. დიდი კლინიკები არის მობილიზებული თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და ზუგდიდში" - განაცხადა ბრიფინგზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
Print