covid-19
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება.  
„წელს დაახლოებით 100 000 დოზა ვაქცინაზეა კონტრაქტი გაფორმებული. ზოგადად, მთელ მსოფლიოში გვიან იდენტიფიცირდა, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო. ყველგან გარკვეულად გადაიწია ვაქცინების მოწოდების, დამზადების თარიღმა. ამიტომ, ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის. უკვე განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვიზეც პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები, ვინც გეგმურად უნდა აიცრან გრიპზე და 100 000 ადამიანს წელს სახელმწიფო აცრის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print