კონფლიქტი
სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან
დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო.შემთხვევა ახალქალაქში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.მომხდარის მოტივი უცნობია. ასევე, უცნობია ვისი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. რაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print