კონფლიქტი
თურქეთმა სირიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო
სირიაში კონფლიქტი გამწვავდა, თურქეთმა სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმგდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო , იდილიბის პროვინციასთან სირიის ჯარების ორი თვითმფრინავი სუ -24 ჩამოაგდო, ასევე გაანადგურა სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის სამი დანადგარი იუწყება სირიული სააგენტო SANA და თურქული Anadolu
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სუ-24 ჩამოაგდეს მაშინ როდესაც ისინი თურქულ სამხედრო თვითმფრინავებზე შეტევას ცდილობდნენ. მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს. მანამდე სირიის არმია თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდების შესახებ იტყობინებოდა, რომელიც სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ეკუთვნოდა
ბოლო კვირაში თურქეთისა და სირიის სამხედროებს შორის კონფლიქტს. 30-ზე მეტი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. საპასუხო დარტმის შედეგად როგორც ანკარა იუწყება სირიის სამთავრობო ჯარების 200-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა

Print