კონფლიქტი
ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


საქალაქო სასამართლოში სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასმართლო პროცესი მიმდინარეობდა მის ადვოკატს ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენებს.
ნიკა გვარამის თქმით, მისთვის უცნობმა მამაკაცმა სახეში ჩაარტყა.
ნიკა გვარამაზე თავდამსმელი და ინცინდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ ადგილილიდან გაიყვანა. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება დაკავებისას ისმოდა რეპლინა "ნაცები კლავენ".
გიორგი რურუა 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
გიორგი რურუამ 24 სექტემბერს "მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი შეიძინა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა საპროტესტო აქციებს "სირცხვილია" ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება" ავრცელებს

Print