კონფლიქტი
სომხეთმა ჰაერში ორი სამხედრო გამანადგურებელი СУ-30СМ გაუშვა
სომხეთმა ჰაერში ორი სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავი СУ-30СМ გაუშვა და საჰაერო სამხედრო პატრულირება დაიწყო, ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, გამანადგურებელი თვითმფრინავების გაშვება ქვეყნის საჰაერო საზღვრის დაცვის ზომებს უკავშირდება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშან სტეფანიანის განცხადებით, „ზეთანამედროვე გამანადგურებლების საბრძოლო მორიგეობა მუდმივ ხასიათს მიღებს“.
შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვირას, 12 ივლისს დაიწყო. შედეგად სომხეთის 4, აზერბაიჯანის 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.





აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს

აზერბაიჯანი სომხური მხარის მიერ საზღვართან დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება.

თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება - თურქეთის თავდაცვის მინისტრ
Print