კონფლიქტი
აზერბაიჯანი სომხური მხარის მიერ საზღვართან დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.
ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯან-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.



აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

Print