ამინდი
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 6–7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.
Print