ამინდი
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა, ბარში და მთაში +32, +37 გრადუსი იქნება.
15 – 17 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოში +26 +31 გრადუსის ფაგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს.
18 – 20 აგვისტოს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +30, +35 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
Print