ამინდი
სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი
1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.


აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
Print