ამინდი
საქართველოში გამოიდარებს, დღის საათებში შედარებით დათბება
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
Print