ამინდი
როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Print