ამინდი
ხვალიდან თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


Print