ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.

28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.

Print