ამინდი
წვიმა, ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი - საქართველოში ამინდი უარესდება
დღეს, 22 ივნისს სინოპტიკოსები ბორჯომში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.

ღრუბლიანი ამინდი და წვიმა იქნება ბაკურიანშიც ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

"22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. ნათქვამია "გარემოს ეროვნული სააგენტოს" განცხადებაში
Print