ამინდი
შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი
20 მაისის დღის ბოლოდან 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. ინფორმაციას, "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს
Print