ამინდი
6 თებერვლის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები -2° გრადუს და ნალექს ვარაუდობენ თოვლის სახით.
ბაკურიანში -8° გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

Print