ამინდი
21 ივლისის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლოობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

ბორჯომში სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას და წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა 19° გრადუსი იქნება.
ისევე როგორც ბორჯომში, ბაკურიანშიც დღე ცვალებადი მოღრუბლულობის ფონზე ჩაივლის. სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა 13° გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
Print