ამინდი
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
დღეს ბორჯომში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, ჰაერი 18° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში, ისევე როგორც ბორჯომში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და 12° გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტო, 21 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print