ამინდი
15 ივნისის ამინდის პროგნოზი
დღეს ბორჯომში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, შესაძლებელია დღის მეორე ნახევარში იწვიმოს. ტემპერატურა 19° გრადუსი იქნება.

ბაკურიანში 13° გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 16 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print