ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
❗მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

დღეს რვა ივნისს, ბორჯომში სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. ჰაერი 27° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში დღე ცვალებადი მოღრუბლულობის ფონზე ჩაივლის, ტემპერატურა 17° გრადუსი იქნება.
Print